პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა

პოლიციამ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ესებუას დასაკავებლად სპეცოპერაცია რამოდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ გზაზე ჩაატარა.

ამ წუთებში, ბიძინა ესებუას კუთვნილ მანქანაში  საიდანაც მისი აყვანა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“რეგიონული კვირა” მეტ დეტალს მომხდარის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.

ერთ-ერთი გახმაურებული ყაჩაღობაში ბრალდებულის ბადრი ესებუას ძმის დაკავებას შს სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ამ წუთებში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები