კლინიკა “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 63 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

კლინიკა “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 63 წლის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. “აღნიშნული პაციენტი 26 ნოემბრიდან იმყოფებოდა სტაციონარში. იყო ხანგრძლივად ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გამოჯანმრთელდა მეორე, 69 წლის ქალბატონიც, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 60 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. აღნიშნული ქალბატონიც ჟანგბადდამოკიდებული იყო. მას ასევე აღენიშნებოდა თანმდევი-პარკინსონის დაავადება და სისხლის მიმოქცევის პრობლემა. ორივე პაციენტი კლინიკაში შემოყვანის პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ჩვენი გუნდის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მათ კლინიკა გამოჯანმრთელებულებმა დატოვეს”,- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი. ცნობისთვის, 13 სექტემბრიდან დღემდე, კლინიკა”ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 600-მა პაციენტმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები