თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარიის შედეგად 5-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 5- მდე პირი მძიმედ დაშავდა . არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედერსის და გოლფის მარკის მანქანები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორივე მანქანის მძღოლი და მგზავრები დაშავდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოტეხილიბებით და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში მოათავსა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.