გურიაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 3907 ახალი დადასტურებული შემთხვევა.