სამეგრელოში კოვიდ-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 192
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 192 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან ერთი – ფოთის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობდა, მეორე პაციენტი კი, სენაკის „სენამედის“ კოვიდკლინიკში გარდაიცვალა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:
რუხის საავადმყოფოში 156 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პირი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში 12. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 32 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 113 ადამიანი იმყოფება.