პოლიციამ ფოთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

” ამოღებულია 509 აბი ”სუბუტექსი”.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი “სუბუტექსი”,- ნათქმავია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები