ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლამდე მამაკაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, გულ-სისხლ ძარღვთა პრობლემა ქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 81 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5.
“24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს 9 ინფიცირებული.