კახეთში კოვიდ 19- ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 69 წლის კაცია, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში მცხოვრები იყო, ის მკურნალობას თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა. ვირუსით გარდაიცვალა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი 58 წლის კაციც, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
კოვიდ 19 გახდა გარდაცვალების მიზეზი 51 წლის ქალის შემთხვევაშიც, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდან იყო.
დღეს ვირუსი 57- მა პაციენტმა დაამარცხა და რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 220- მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსით სულ 44 მოქალაქე გარდაიცვალა.