ზუგდიდში მედიკოსების მხარდამჭერი აქცია იგეგმება
ზუგდიდში მედიკოსების მხარდამჭერი, მადლობის და სიყვარულის გამომხატველი აქცია იგეგმება, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.
ინიციატივა ზუგდიდელ გოჩა ლაგვილავას ეკუთვნის, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს.
აქციაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქემ ქაღალდისგან, ნაჭრისგან ან სხვა ნებისმიერი მასალისგან გამოჭრას გულის ფორმა და მადლობის ნიშნად გამოფინოს სახლის ჭიკართან, სამსახურის თუ მრავალბიანიანი კორპუსის აივანზე.
ერთი კვვირის განმავლობაში მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანია იწარმოებს სოციალურ ქსელებშიც და უკვე 17 დეკემბერს გულების გამოფენით მოქალაქეები სიყვარულს გაუზიარებენ და გაამხნევებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს.
ონლაინ შეხვედრის მონაწილეების თქმით, ახლა მოქალაქეების მხარდაჭერა და სიყვარულის გამოხატვა მედპერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ დღე-ღამის განმავლობაში უწვეთ მძიმე შრომა და ურთულეს პირობებში იბრძვიან სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.