თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა. სამარშრუტო ტაქსი და მერსედესის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფში გადაყვანის დროს. დაშავდა ოთხი მგზავრი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.