ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსი 7-მა ჩვილმა დაამარცხა

კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვისაა. ახალშობილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან გადაიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები