ქუთაისის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას სახლში აგრძელებს. ქარქაშაძის თქმით, პისიარ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქარქაშაძე რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ის იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო.
24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 636 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები