ჭიათურის მერი 126 წლის თეატრს იუბილეს ულოცავს
ჭიათურის მერი 126 წლის თეატრს იუბილეს ულოცავს
თეატრი 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა.
.
“კვირას, 11 დეკემბერს, ხუროთმოძღვრის გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით გამართეს აქ წარმოდგენა ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ. წარმოდგენილი იყო “ჩათრევას ჩაყოლა სჯობია” და “მონადირე”. წარმოდგენას ხალხი ბლომად დაესწრო. მოთამაშეთა შორის უმთავრესი ყურადღება თავისი მოხდენილი თამაშით მიიქცია ქალბატონმა არდიშვილმა”-წერდა გაზეთი “ივერია” 1894 წლის 16 დეკემბერს..
ამ დღის შემდეგ, ჭიათურაში, საქველმოქმედო წარმოდგენით დაწყებული თეატრალური ცხოვრება აღარ შეწყვეტილა …
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,ჭიათურის მერიის სახელით,126 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს ერთ–ერთ გამორჩეულ თეატრს, რომელსაც საუკუნეზე მეტია ღირსეული წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო თეატრს და მის ერთგულ მაყურებელს 126 წლის იუბილეს. მიუხედავად იმისა,რომ პანდემიიდან გამომდინარე,წლევანდელი სეზონი უჩვეულო გახლდათ არა მარტო ჩვენი,არამედ მსოფლიო თეატრებისთვის, ჭიათურის თეატრმა შეძლო არ შეეჩერებინა შემოქმედებითი პროცესი და რეგულაციების სრული დაცვით, თეატრის ეზოში,ღია სივრცეში მოაწყო სცენა და იზრუნა მაყურებელზე. იმედია,ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება,თეატრი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, საუკუნოვან ტრადიციას კვლავაც ღირსეულად გააგრძელებს და კიდევ მრავალ იუბილეს და შემოქმედებით წარმატებას ვიზეიმებთ ერთად ! -განაცხადა გივი მოდებაძემ.