შუახევში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა დაიწყო
შუახევში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“დაბაში მშენებარე თანამედროვე საჯარო სკოლასთან, ყოფილი სასპორტო სკოლის დემონტაჟი მოხდა .მის ნაცვლად ევროპული სტანდარტის გათვლილი ახალი შენობა აშენდება, სადაც ერთ სივრცეში იქნება მოთავსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და სახელოვნებო სკოლა.
მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის, ადგილზე გაეცნო მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე ინფრასტრუქტურულ კომისიასთან ერთად.
აშენდება სამ სართულიანი შენობა, რომელიც ლითონის კვადრატული მინებით მოეწყობა. პირველ სართულზე განთავსდება სახელოვნებო სკოლა, დარბაზით, სასწავლო ოთახებით, ხოლო მეორე სართულზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისთვის განკუთვნილი სივრცე. ორივე სართულზე მოეწყობა სველი წერტილები.
შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. დამონტაჟდება ლიფტი და ცენტრალური გათბობის სისტემა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.პროექტი ორ წლიანია და დასრულებული ინფრასტრუქტურით ადგილობრივები მომავალი წლის ბოლოს ისარგებლებენ.”