ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქვემო ქართლის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 281 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო რაც შეეხება რეგიონებში გადანაწილებას, ასე ნაწილდება
თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 636, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 268, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24”, – განაცხადა სიჭინავამ.