მარტვილში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტს ღირებულება 199 774 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „გეოპლასტი“ ასრულებს.
გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები