გასული დღე-ღამის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-636, ქვემო ქართლი-281, შიდა ქართლი-268, გურია-82, სამეგრელო-ზემო სვანეთი-397, კახეთი-252, მცხეთა-მთიანეთი-116, სამცხე-ჯავახეთი-69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-24”, – განაცხადა სიჭინავამ.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.