313 ახალი შემთხვევა და 530 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა აჭარაში

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა – 530 პაციენტი და  ჯამში რეგიონში მათი რიცხვი 24 390-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულთაგან კრიტიკულად მძიმეა 52 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
“ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო აჭარაში. დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 30 პაციენტი გაეწერება. გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ის ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. 70 წლის ქალს ფილტვების დაზიანება და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა”, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

მკურნალობას გადის – 931 პაციენტი
კოვიდ სასტუმროში – 1 548 პირი იმყოფება.
ონლაინ კლინიკაში კი 3 127 ადამიანია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები