რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 24 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-636, ქვემო ქართლი-281, შიდა ქართლი-268, გურია-82, სამეგრელო-ზემო სვანეთი-397, კახეთი-252, მცხეთა-მთიანეთი-116, სამცხე-ჯავახეთი-69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-24“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები – თეა გურგუჩიანი, ნატო დვალი და გიორგი ონიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ 24 ახალი შემთხვევიდან 10 ცაგერის, 4 ამბროლაურის, 7 ლენტეხის, 3 კი ონის მკვიდრია.

მათივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რაც შეეხება ინფიცირებულთა კონტაქტებს,  მათი მოძიება უკვე დაწყებულია.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 11 დეკემბრისთვის თვითიზოლაციაში 400-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები