ლენტეხში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის განცხადებით, რეაბილიტირებულია სოფელ ხოფურის, ჟახუნდერის, ნაცულის, შკედის, რცხმელურის, თეკალის, გვიმბრალასა და წანაშის საბავშვო ბაღები.
სარეაბილიტაციო პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და ჯამში მათმა საერთო ღირებულებამ 161 552.5 ლარი შეადგინა.
„საბავშვო ბაღების რეაბიტირება და სრულყოფა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ბავშვების უკეთეს სწავლასა და განვითარებას ემსახურება, ჯანსაღი გარემო ბავშვის შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას და ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სრულყოფისა და აღჭურვის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება“, – აცხადებს „რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.