სამეგრელოში კოვიდ-19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, 104 კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან ერთი – ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობდა, მეორე პაციენტი კი, სენაკის „სენამედის“ კოვიდკლინიკში გარდაიცვალა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება: რუხის საავადმყოფოში 155 კოვიდდადასტურებული ადამიანი მკურნალობს, მათგან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 85 პაციენტის კი საშუალო სიმძის. სენაკის კლინიკა „სენამედში“ 38 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისა. ფოთის კლინიკაში 41 კოვიდინფიცირებულია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია – 11. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 32 პაციენტი გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში კი 28.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 119 ადამიანი იმყოფება.