კახეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით 2 მოქალაქე გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 73 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
ლეტალური შედეგი დადგა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრის, 63 წლის კაცის შემთხვევაშიც. ის საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით დღეს აღებული ტესტის პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 6,382- მდე გაიზარდა. სპეციალიატებმა დღეს ახალი ინფიცირებულების 327 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
241 – ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მონაცემებით კი, ვირუსი სულ 3,163 – მა მოქალქემ დაამარცხა.
ბოლო რამდენიმე კვირაში, COVID- 19- ის დიაგნოზით 41 ადამიანი გარდაიცვალა.