ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სანიაღვრე არხი მთლიანად ამორტიზებული გახლდათ და წლებია კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 870 სიგრძის მონაკვეთს უტარდება. აღნიშნული სამუშაოები დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილესთან, დავით ბიწაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლაშა გოცაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 89190 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “გოლდ ენდ ბრო” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები