ახალციხეში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, 70 წლამდე ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილი ექიმის თანამშრომლებმა განუცხადეს, 70 წლის ფსიქიატრი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხვა თანმხლები დაავადებები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ფაქტი სამცხე-ჯავახეთში მეხუთე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები