ჩაქვში, სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ჩაქვში, სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.