ლეჩხუმში სოფელ ოყურეშში ახალი გზა კეთდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშს, რომელიც „ხვამლის მთითა“ და უნიკალური ღვინით-„უსახელოურითაა“ ცნობილი, მალე ცემენტო-ბეტონის საფარით კეთილმოწყობილი შიდასასოფლო გზა ექნება – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მერიის შესაბამის სამსახურში განუცხადეს. სოფელთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზის სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია და ცემენტო- ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 368 109 ლარია, პროექტის ფარგლებში 5კმ ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები