მცხეთა-მთიანეთის მხარის  რწმუნებულის ადმინისტრაცია  მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია  მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. რომელიც 10 დეკემბერს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების მიუხედავად,  პრაქტიკულად არ გაჩერებულა საგზაო ინფრასტრუქტურის  პროექტები.

ჩვენს რეგიონში გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნვეყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.

გრძელდება  მაღალმთიანი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ე. წ. მთის გზების პროგრამა. 2021 წელს დასრულდება  შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში,  შესრულებული სამუშაოსთვის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია  მადლობას უხდის   თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს,  ინჟინერ-პროექტანტებს და ყველა იმ უწყებას და ადამიანს, რომლებმაც თავისი წვილი შეიტნეს 2020 წლის მიღწევებში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები