ლეჩხუმში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 2020 წელს სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები არაერთ სოფელში განხორციელდა. პროექტებში პრიორიტეტები და გასაკეთებელი ობიექტები სოფლების მოსახლეობამ თავად შეარჩია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში : ოფიტარაში,შუა აღვში, სპათაგორი, ღვირიშში), ჭალისთავში, ლესინდში, ნასპერში, ღუში,ლაცორიაში, სურმუშში, მახურაში, ლახეფაში, უსახელოში, ზარაგულა-ლუხვანოში სასოფლო გზის მონაკვეთებზე ჩატარდა.სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები კი მახურაში, ნაკურალეშში,აღვში, ლეშკედაში, გაგულეჩში, ჭალისთავში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ლეჩხუმის სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები