რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 21 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
დღეის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსით 21 პიროვნება დაიფიცირდა. როგორც ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი და ლენტეხის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ონიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ 21 დაინფიცირებულიდან 10 პიროვნება ცაგერის,სამი კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია, 8 კი ონისა და ამბროლაურის.
ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით ახალი დაინფიცირებული პირები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ამიტომ გადამდებლობის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 350 ადამიანი იმყოფება.