აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 389 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 943 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. კოვიდსასტუმროში 1 629 ადამიანია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები