სამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 507 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან ერთი – რუხის კლინიკაში მკურნალობდა, მეორე პაციენტი კი, ქუთაისის კოვიდკლინიკში გარდაიცვალა. რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება: რუხის საავადმყოფოში 147 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 100 პაციენტის კი საშუალო სიმძის. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდპაციენტი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისა. ფოთის კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 5 მათგანი, ხოლო საშუალო სიმძიმისაა 8 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 30 პაციენტი გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 123 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები