იმერეთში კორონავირუსის 708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 2 000- მდე პაციენტი, მათ შორის მძიმეა 250, ხელოვნურ აპარატზე იმყოფება 52. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 5. “ბომონდის” კოვიდცენტრში 130 პაციენტი გადის მკურნალობას.