ხულოში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს მედიის, არასმთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა როგორც პროექტის პრეზენტაციას, ასევე, კითხვა პასუხის რეჟიმს, სადაც, შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე პასუხობდნენ.

2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და იგი 13 008 200 ლარს შეადგენს.

შეხვედრა ზუმის აპლიკაციის მეშვეობით (ონლაინ ფორმატში) მიმდინარეობდა.

ახალი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება როგორც დაწყებული პროექტების დასრულება, ასევე, განხორციელდება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ახალი პროექტები და პროგრამები.

იხილეთ ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი: http://khulo.ge/ge/biudjeti

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები