ლენტეხში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლენტეხში მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაჭირვებულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

“სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ერთობლივი ინიციატივით მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს.
გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს გაეწიოთ დახმარება, მსგავსი საქველმოქმედო კამპანიები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები