ქსკ “ლანჩხუთმა” შვედეთის “როსენგარდთან” 0:7 წააგო

ქსკ “ლანჩხუთმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა შვედეთის “როსენგარდთან” გამართა. მატჩი შვედი ფეხბურთელების გამარჯვებით, 0:7 დასრულდა.
ქსკ “ლანჩხუთი” პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, გოგონებმა საკვალიფიკაციო მატჩში “ოლიმპია კლუჟი” 0:1 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ქსკ “ლანჩხუთსა” და შვედეთის “როსენგარდს” შორის მეთექვსმეტედ ფინალის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ორმატჩიანი შეხვედრის შემდგომი მატჩი შვედეთში, 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები