ზუგდიდელი დურგალი ქალის წამოწყება მცირე მეწარმეების დასახმარებლად

ზუგდიდელმა დურგალმა ქალმა ადგილობრივი მეწარმეეების მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყო
სამოქალაქო აქტივისტმა და უკვე პირველმა დურგალმა ქალმა ზუგდიდში ციცინო შენგელიამ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ადგილობრივი მცირე მეწარმებიის მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყო. იდეის ავტორის თქმით, პანდემიამ, როგორც სხვა ნებისმიერი ბიზნესი, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და სხვა მცირე მეწარმეები დააზარალა, რაც მისი თქმით, პროდუქციის წარმოებაზე აისახა.
„პანდემიამ ყველას ცხოვრების დღის წესრიგზე გვალენა იქონია და გამონაკლისი არც ჩვენ – მეწარმეები ვართ. იმისათვის, რომ მეტნაკლებად რაღაცნაირად შემემსუბუქებინა ეს დარტყმა ფეისბუქზე წამოვიწყე კამპანია – იყიდე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშვევარი, მონიშნე სამი მეგობარი, და გამოიწვიე ისინიც. საახაწლო პერიოდია, ყველა მაინც ვყიდულობთ რაღაცეებს და რატომაც არა ადგილობრივი პროდუქცია და რატომ არა, ქართული, ხელნაკეთი, განსხვავებული და ორიგინალური ნაწარმი, რომელსაც ქმნიან არაჩვეუებრივი ოსტატები“, – გვითხრა მან.

ციცინოს თქმით,  პანდემიიის პირობებში შეკვეთებს ძირითადად, საყოფაცხოვრებო თუ სამზარეულოს ნივთებზე იღებს, რაც ძალიან ახარებს.
ახალგაზრდა დურგალი ქალი უკვე ორი წელია ხეზე მუშაობს. მას შეკვეთები ძირითადად დედაქალაქიდან, ამერიკიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან აქვს. ზუგდიდელი ხის ოსტატი თვლის, რომ საზოგადოება ხის ნივთებს თუ აქსესუარებს საქართველოშიც ნელნელა ეჩვევა, თუმცა რეგიონებში დიდ დაინტერესებას ვერ ხედავს.
„მგონია, რომ ხე პოპულარობას ნელ-ნელა იკრებს. ხის აქსესუარები ტრენდულია და შემოვიდა. ადამიანები მიხვდნენ, რომ პლასტმასისგან განსხვავებით, ეკოლოგიურად სუფთა მასალაა და მისგან ნებისმიერი ნივთის დამზადება არის შესაძლებელი“, – ამბობს ციცინო.
ციცინოს წინ დიდი გეგმები აქვს, „რეგიონულ კვირას“ გაუმხილა, რომ სამომავლოდ ბავშვთა სათამაშოების ხაზის შექმნას აპირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები