“საშუალება გვექნება, 15 პაციენტით მეტს მოვემსახუროთ” -აშშ-ში მოღვაწე ექიმმა თელავის საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და სამედიცინო დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცა.

თელავის რაიონულ საავადმყოფოს 15 ერთეული სპეცსაწოლი უსაჩუქრა ასევე, კომპანია ” თელავის ღვინის მარანმა” .

აღნიშნული ინვენტარი საავადმყოფოებს ოფიციალურად დღეს გადაეცა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნულ ორგანიზაციას და დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა , რომ მათ მიერ გადაცემული საჩუქრები მნიშვნელოვნად დაეხმარება საავადმყოფოებს, რომ უკეთესად გაუმკლავდნენ მიმდინარე ეპიდსიტუაციას.

,,ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი პაციენტი მკურნალობს ბინაზე, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ესაჭიროებათ გარკვეული სამედიცინო რჩევები, აქვთ კითხვები.
რაც ყველაზე მთავარია ამ პაციენტის მცირე ნაწილი შეიძლება დამძიმდეს და საჭიროებდეს სტაციონარში გადმოყვანას.
ამისთვის ჩვენ ძირითადი ჯანდაცვის სექტორის პარალელურად ავაწყეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც პაციენტებს ლაივრეჟიმში უწევს მომსახურებას.
მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერი კითხვით.
საჭიროების შემთხვევაში ვიდეო ზარით ვაფასებთ პაციენტს.
პულსოქსიმეტრები მთელს რეგიონში გადანაწილებულია თანაბრად .
თუ არის საეჭვო პაციენტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სასუნთქი ფუნქციის გაუარესება, უსასყიდლოდ ვაწვდით პულსოქსიმეტრს, რომელიც გაზომავს სისხლში ჟანგბადს და გავიგებთ ამ პაციენტს ესაჭიროება თუ არა სტაციონარში გადაყვანა”,- განაცხადა დავით მრელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები