ლანჩხუთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროდუქტები გადაეცათ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.
პროდუქტები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბმისად, 1057 აღსაზრდელს გადაეცა.
საახალწლო საჩუქრებთან ერთად სასურსათო პროდუქტების დარიგება თვის ბოლოსაც იგეგმება.
საკვების გაცემის პროცესი მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.
პროდუქტების გადაცემის პროცესს ბაღებში ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები