ბაღდათში სუპერმარკეტი “სპარი” გუშინ გვიან ღამით გაქურდეს
ბაღდათში სუპერმარკეტი “სპარის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გააღეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს. მათ თანხის წაღებაც შეძლეს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია. მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.