შუახევში გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გარე განათების ქსელის მოწყობაზე დარჩენილი ეკონომიით, მუნიციპალიტეტის მერიამ გარე განათების ბოძები, კაბელები და სხვა მასალები შეისყიდა.
გარე განათების მოსაწყობად, სამშენებლო მასალები ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გადანაწილდა.