კახეთში კოვიდ19-ის 328 ახალი შემთხვევა დადასტურდა
კახეთში კოვიდ19-ის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში – 489, იმერეთში – 823, ქვემო ქართლში – 372, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 328, მცხეთა-მთიანეთში – 143, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.