დავით ჩიკვაიძე სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა იმ სამშენებლო ორგანიზაციებთან გამართა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ. შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის , სოფელ უწერაში წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხები, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მდგომარეობა . მუნიციპალიტეტის მერმა მშენებლებთან განსაკუთრებული აქცენტები სამუშაოების შესრულების ხარისხზე გაამახვილა ,დასახელდა ის ხარვეზები, რომლებიც ზოგიერთ სამშენებლო ობიექტზე გამოიკვეთა და შემსრულებლებს მათი გამოსწორების ვადები დაუდგინდა. შეხვედრაში სამშენებლო კომპანიები შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ ლიზი“, შპს “ რაჭა-2005’“, შპს „მპტ“, შპს ‘, შპს „ დაგი“ , შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი’ და შპს ‘ონის სერვის ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შეხვედრას მერის მოადგილეები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.