სამეგრელო-ზემო სვანეთში 5 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 90 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან  4 – რუხის კლინიკაში მკურნალობდა, მეხუთე პაციენტი კი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემით სულ 251 პაციენტი მკურნალობს.
რუხის საავადმყოფოში 143 კოვიდდადასტურებული პირია, მათ შორის 13  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 პაციენტის კი საშუალო სიმძის. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისა. ფოთის კლინიკაში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 11 მათგანი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 პაციენტი გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 126 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები