ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები თეა გურგუჩიანი და გიორგი ონიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, რომ დაინფიცირებული 12 პიროვნებიდან 9 ცაგერის, 3 კი ლენტეხის მკვიდრია. სპეციალისტების განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ნახევარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, შესაბამისად, კონტაქტების რიცხვი ნაკლებია და მათი მოძიება უკვე დაწყებულია.
ცაგერსა და ლენტეხში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 250-მდე პირი იმყოფება.