ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 56 წლის კაცი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩრნა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
“კლინიკაში გვყავს 79 კოვიდდადებითი, მათგან მძიმეა 4 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობᲐში გარდაიცვალა კრიტიკულად მძიმე 1 პაციენტი. 56 წლის მამაკაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები