ბათუმის რესპუბლიკურში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და ამავე საავადმყოფოს ექიმი იყო. გარდაცვლილი 65 წლამდე ტრავმატოლოგია.
არსებული ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა. მედიკოსების თქმით, მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა, თუმცა დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბათუმში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გუშინაც გარდაიცვალა.
რეგიონში მედ-პერსონალის გარდაცვალების ეს
მერვე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები