ბათუმი – ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედინაში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი მძიმე ტრავმები აქვს მიღებული.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.