ანაკლიაში, ჭურიის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია
ჭურიის დაცულ ტერიტორიაზე მეორე დღეა ხანძარია, ცეცხლი ხმელ ხეებს უკიდია.
როგორც ზუგდიდის მერის რწმუნებულმა ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში თემურ სალიამ “რეგიონულ კვირას” უთხრა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა.
“ჭურიის ტერიტორიაზე მეორე დღეა არის ხანძარი, სავარაუდოდ ცეცხლის გაჩენის მიზეზი არის დაუდევრობა, რადგან ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მონადირეები და მეთევზეები მოძრაობენ. არის ძლიერი ქარი და შესაბამისად ქარი ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას. რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, ხაძარი მოსახლეობიდან ძალიან შორსაა, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რა ფართოებზეა მოდებული ცეცხლი ზუსტუ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ჭურიის ის ნაწილი იწვის, რომელიც ირგვლის წყლითაა შემოსაზღვრული ანუ პატარა კუნძულია და გავრცელების საშიშროება ამიტომაც არ არსებობს. მეხანძრეებიც არ გამოსულან, რადგან ტერიტორია მიყვალია ამ ტექნიკისთვის”, – განაცხადა მერის წარმოადგენელმა.
რა გახდა ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.