შუახევში “არა ძალადობას” 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია გრძელდება
,,არა ძალადობას 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია გრძელდება”
საინფორმაციო კამპანიას მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში შეუერთდნენ, რომლებმაც მოსახლეობაში ფლაერები გაავრცელეს, სადაც დატანილია ინფორმაცია იმ სახელმწიფო სერვუსების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს მიეწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას.
პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს პრიორიტეტი რჩება.
ღონისძიების მთავარი მიზანია ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პრევენცია და ამ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება.
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა.
იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.