უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სხვადასხვა სოფლებში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება, რისთვისაც წელს 176 კუბ.მ ბეტონია გათვალისწინებული.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 43 940 ლარამდე დაიხარჯება.